ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებას სურს პოლიტიკური შურისძიება?


თბილისშიც და რეგიონებშიც პერმანენტულად მიმდინარეობს იმ პირთა დაკავება, მოწმის სტატუსით დაკითხვა და სხვა, ვინც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:31 0:00
ბმული

„ვანო ციხეში“,– ამგვარი შეძახილებით დახვდა წუხელ დაკითხვიდან გამოსულ საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს საზოგადოება. რამდენად არის დღეს საზოგადოების დაკვეთა შურისძიება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. თბილისშიც და რეგიონებშიც პერმანენტულად მიმდინარეობს იმ პირთა დაკავება, მოწმის სტატუსით დაკითხვა და სხვა, ვინც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდა. ზუსტად ერთი კვირის წინ, გადაცემა პოსტსკრიპტუმში მიწვეული ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ არ გამორიცხავდა პატიმრობაში მოხვედრას, რასაც დასძინა ისიც, რომ სააკაშვილის მთავრობა არასდროს გასწორებია რეპრესიებით პოლიტიკურ ოპონენტებს. „საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება მთავარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ არგებს არც ახალ ხელისუფლებას და არც საქართველოს იმიჯს. მე ახლა საკუთარი თავდაცვის არ ვარ დაკავებული, ზოგადად ვსაუბრობ. რაც არ უნდა დიდი სოციალური დაკვეთა იყოს, ხელისუფლების ვალია ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის გადადგამს, სათანადოდ გათვალოს. ჩვენ გვაქვს ამის დიდი გამოცდილება. ჩვენც გვქონია სერიოზული სოციალური დაკვეთები, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში არასდროს, არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არ განგვიხორციელებია სამართლევბირი დევნა. ამას არ ვამბობ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ ამდაგვარი მიდგომა არ წაადგება ჩვენს იმიჯს, ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოებირობას. თუმცა მე არაფერს არ გამოვრციხავ, მზად ვარ პასუხი ვაგო, ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებას და მართლმსაჯულებას აქვს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის ბრალდება მოიცავს ყალბი პასპორტის გამოყენებას სომხეთში ვიზიტისას. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი სათანადოდ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან: „ჩემთვის ძალიან უხერხული და სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე. ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში პატრულის თანამშრომლის მიერ, რაც დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა. მე პირადად მრცხვენია, რომ ყოფილი მინისტრი არ აღიარებს ამ ფაქტს. ის უბრალოდ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. მიმჩნია, რომ მას უნდა ჰქოდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს აღნიშნული ფაქტი. გამოძიება რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვეულებივად, კლასიკურად და დადგინდება სიმართლე.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიდან, რაც მერაბიშვილის დაკითხვას ეხება, ჩანს, რომ იგი წინააღმდგეგია ვიდეოჩაწერის განხორციელებისა დაკითხვისას.
უჩნდება თუ არა საზოგადოებას ერთგვარი დეჟავუს განცდა, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს სრულიად იდენტური მეთოდებით: დაკავებებისას აქტიურად გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლი, რომელიც ნარკოტიკების შეძენა–შენხვისთვის დაკავებას ითვალისწინებს. ამის თაობზე ჩვენთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მეთოდები მართლად ანალოგიურია. იგი ამას იმით ხსნის, რომ სამართალდამცავ სტურქტურებში დღესაც იგივე კადრები მუშაობენ, რაც აქამდე. ჩემთვის მთავარია, პროცესი გამჭვირვალე იყოს და მასზე დაკვირვების საშუალება მომეცეს“,– ამბობს უჩა ნანუაშვილი. „უბრალოდ, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მუხლი გამოყენებული იყო არაეთგზის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. პრაქტიკაში ადგილი ჰქონდა ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებას. დღეს მეც მაქვს ეჭვი, რომ რამდენიმე საქმეზე იყო სწორედ იგივე პრაქტიკა, რადგან დღეს ჩვენ სწორედ იგივე პოლიცია გვყავს, იგივე მეთოდებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ხელმძღვანელობა, ჩვეულებრივი პოლიციელები იგივე ადამიანები არიან. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავს პრაქტიკას ჰქოდეს ადგილი, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს სასამართლოზე. ამიტომაც ჩვენ თავს ვიკავებთ სასამართლომდე ხმამაღალი განცხადებებისგან. ველოდებით. დღეს, რეალურად არ არსებობს არანაირი ანგარიში არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება. რეპრესიები, ზეწოლა.
სასამართლო პროცესი და მასალები, საქმეები არის გამჭვირვალე, გახსნილი. არც ერთ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული საქმეებისგან, როდესაც ძალიან ბევრს საქმეს ედო გრიფი საიდუმლო იმისთვის, რომ საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია. არის 51 კაციანი საბჭო, რომელთაც ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შევიდნენ საპატიმრო ადგილებზე 24 საათის მანძილზე. ასევე მედიას აქვს ხელმისაწვდომობა, გარკვეულწილად, პატიმრებზე. ჩემთვის მთავარია, რომ იყოს პროცესი გამჭრვალე, იყოს მტკიცებულებები მყარი და ამის გაცნობის შესაძლებლობა ჰქოდეს ნებისმიერ ჩვენთაგანს. თუ ეს ყველაფერი იქნება, იქნება შესაბამისი რეაქცია, თუ არ იქნება, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვერავინ დაგვასწრებს კრიტიკას,“– ამბობს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG