ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია–სივრცის ინტერესთა კონფლიქტები


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ინფორმაცია კომპანიების მესაკუთრეების მეწილეების შესახებ, საჯარო რეესტრიდან მოიპოვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
ბმული

რამდენად მყარად დგას ფეხზე დღეს დამოუკიდებელი მედია და რამდენად დაცულია იგი. ამ, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე არაერთი კვლევა ტარდება. მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს, სხვა კომპონენტებთან ერთად, ფინანსური დამოუკიდებლობა და ავტონომიურობაც განსაზღვრავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მედია ბაზრის კვლევის შედეგები გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია:

„საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს. ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე–ფაქტო მონოპოლიას სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი „ჯენერალ მედია“ ფლობს, თბილისის გარე რეკლამების სეგმენტში კი დომინანტური პოზიცია აუთდორ.ჯი–ს უკავია“.

კვლევის შედეგების პრეზენტირებისას „გამჭვირვალობის“ მედია ანალიტიკოსმა ლიკა ბასილაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცენტრალური მაუწყებლების შემთხვევაში სარეკლამო ბაზარი აბსოლუტურად მონოპოლიზებულია: ერთ ჯგუფს წარმოადგენს რეკლამის დამკვეთიც, შემსრულებელიც და მარეგულირებელიც.

რა ვითარება გვაქვს დღეს? გამჭვირავლობის“ მედია ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ანალოგიურ სფეროში კვლევას კვლავ აგრძელებს, რომლის შედეგები მალე ცნობილი გახდება, თუმცა ამ ეტაპზეც შესაძლებელია თქმა იმისა, რომ სურათი წინა შემთხვევისგან დიდად განსხვავებული არაა. სიახლეს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ მედია სივრცეში ახალი მოთამაშე გაჩნდა, მეცხრე არხის სახით. მაგრამ ინტერესთა კონფლიქტი, რომლის თაობაზეც წინა კვლევაში იყო ნათქვამი, კვლავ სახეუცვლელად არსებობს.

„მონოპოლიზებულია ბაზარი ძირითადი მოთამაშეების: რუსეთავი2–სა და იმედის მიერ, მათზე მოდის რეკლამების დიდი წილი და მათ ყავთ ერთი კომპანია, რომელიც ყიდის მათ სარეკლამო დროს. წელს უკვე გამოჩნდა ახალი სატელევიზიო კომპანია, მეცხრე არხი, რომელსაც თანხა გააჩნია, თუმცა ის იმედსა და რუსთავი 2, რომლებიც რამოდენიმე ათეულ მილიონზე გადიან, ამ მხრივ ვერ შეედრება. „ქართული ოცნების“ რეკლამის გაშუქების ხარჯზე, რაღაც პროცენტული მაჩვენებლით, გაიზარდა მისი რეკლამაც. თუმცა ვითარება, რომ შეზღუდულია, არა მარტო პოლიტიკური სიმპატიის, არამედ შიში გამოც რეკლამის მიცემის მსურველი და რომ ისინი უარს ამბობენ რეკლამის განთავსებაზე, ეს მიდგომა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. შეიცვალა რა? ის, რომ ქართული ოცნების მიერ რეკლამები განთავსდება კავკასიასა და მაესტროში, მაგრამ ახალი პოლუსი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება იგივეა: ირაკლი ჩიქოვანის შემთხვევაში, ისევაა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გეგეშიძე კი რუსთავი 2–ის დირექტორი და პარალელურად, მაგისტილის ხელმძღვანელი ამდენად ინტერესთა კონფლიქტი, ჩვენ ვამბობთ, რომ ისევ სახეზეა, ისინი ამბობენ, რომ ეს არაა ინტერესთა კონფლიქტი,“– ამბობს მამუკა ანდღულაძე.

გამჭვირვალობის მონაცემებით, ცენტრალურ მაუწყებლებში მანიპულაციის საგანს რეკლამის ფასიც წარმოადგენდა, რამაც არაჯანსაღი კონკურენციის გარემო უზრუნველყო. რამდენიმე დღის წინ კი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან მოულოდნელად გაქრა ინფორმაცია მსხვილი მაუწყებლების დავალიანების შესახებ, რომელსაც სახელმწიფომ 2010 წელს მრავალმილიონიანი დავალიანება უკვე ჩამოაწერა. „ინფორმაცია მაუწყებლების დავალიანების შესახებ შემოსავლების სამინისტროს ვებგვერდზე გასულ კვირას დაიდო, თუმცა შემედეგ გაქრა. 10 მილიონზე მეტი აქვს იმედს, 6 მილიონი რუსთავი ორს და კიდევ სხვა კომპანიებს, თუმცა უცნობია, რატომ დაგროვდა ეს დაალიანება, რადგან 2010 წელს ამინისტიის საფუძველზე მათი დავალიანება გაბათილდა“, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ინფორმაცია კომპანიების მესაკუთრეებისა მეწილეების შესახებ საჯარო რეესტრიდან მოიპოვა.
XS
SM
MD
LG