ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ერგნეთში


შემდეგი შეხვედრის თარიღად 2012 წლის 17 დეკემბერი დასახელდა

27 ნოემბერს, ერგნეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ეუთოს მიერ ინციდენტის აღკვეთის მექანიზმის საკითხებზე რიგით 28-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიმდინარე ინციდენტები, დაკავების საქმეები, სამხრეთ ოსეთის ციხეებში დაკავებული ქართველი პატიმრების საქმეები და დაკარგული პატიმრების საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორი ქართველი პატიმრის გათავისუფლების ფაქტი.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრულთა უსაფრთხოების თემა და ორივე მხრიდან სამხედრო ძალთა გადაადგილების და წვრთნის შესახებ გაფრთხილების აუცილებლობის საკითხი.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა და შემდეგი შეხვედრის თარიღად 2012 წლის 17 დეკემბერი დასახელდა.
XS
SM
MD
LG