ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდა ქართლში ხმების დათვლა ჭიანურდება


მთელი დღის მანძილზე მობილიზებული იყო პოლიცია გორში, საოლქო საარჩევნო კომისიის ირგვლივაც

შიდა ქართლი ერთ-ერთი ის რეგიონია, სადაც ამ დრომდე არჩევნების შედეგები ცნობილი არაა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება შიდა ქართლს, ტრადიციულად, სათავისო კალათაში მოიაზრებდა, ამდენად გართულებები აქ მოსალოდნელი იყო. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შიდა ქართლში დევნილთა საკმაოდ ბევრი კომპაქტური ჩასახლებაა, ეგრეთ წოდებული სპეც უბნები. სპეც-უბნები გასამხედროებულ ნაწილებშია განთავსებული და გათვლილია სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხმის მისაცემად.

ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა ხაშურში, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მობილიზებულია მოსახლეობა. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ შემაჯამებელი ოქმების გადაგზავნას შეცვლილი სახით და მოითხოვენ რელური შედეგების დაფიქსირებას.

მთლი დღის მანძილზე მობილიზებული იყო პოლიცია გორში, საოლქო საარჩევნო კომისიის ირგვლივაც.

მდგომარეობა შიდა ქართლში წუხელ ღამე დაიძაბა, როდესაც ხაშურში გამოჩნდა სპეც-დანიშნულების რაზმები. კადრებში, რაც ტელეკომპანიებმა - „მეცხრე არხმა" და „მაესტრომ" გაავრცელეს, ცხადად ჩანს, რომ საარჩევნო უბნებზე მიდის საგანგებოდ აღჭურვილი რაზმი, ისმის სროლის ხმები. ტელევიზიებით გავრცელდა ვიდეოებიც დაშავებული და საავადმყოფოში მიყვანილი ადამიანების შესახებ, რომელთაც ინტოქსიკაცია მხუთავი აირის შედეგად მიიღეს. ხაშურში მომხდარი სროლის შესახებ კადრები სააგენტო როიტერის საშუალებითაც გავრცელდა. http://www.youtube.com/watch?v=iM1dpwh3Vhw

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რამ გამოიწვია ხაშურში ვითარების დაძაბვა. კომისიის წევრები უბნებზე ამბობენ, რომ შეიჭრნენ უბანზე ხელისუფლების მომხრეები, გამოყარეს უბნიდან და დაწყეს შემაჯამებელი ოქმების გადაწერა და შეცვლა იმგვარად, რომ წარმოჩენილიყო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის უპირატესობა. http://www.youtube.com/watch?v=efPDO3wzuic&feature=player_embedded
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ინციდენტს ხაშურში ადგილი არ ჰქონია და არც სროლა ყოფილა.http://police.ge/index.php?m=8&newsid=3556

ინციდენტი წუხელ დაფიქსორდა გორში, კერძოდ, მეცხრე საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ფანჯრიდან გადმოყარეს ბიულეტენები, რომლებზეც 41, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაიდენტიფიცირებელი ნომრები იყო შემოხაზული. ინციდენტი ონფო9–ის გამაღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. კადრებიდან ჩანს, რომ კომისიის წევრები საუბრობენ ვინმე ამირან გიგაურზე, რომელიც ბიულეტენებს ხევს და ფანჯრიდან ყრის. იქვე მობილიზებულია პოლიციის რაზმი. http://info9.ge/?l=G&m=1000&id=6438

ამ დროისთვის მიმდინარეობს სხდომა გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც განიხილავენ საჩივრებს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებლების მიერ დაიწერა. რომელმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა გორსა და ხაშურში, ამის თაობაზე ინფორმაციას ჯერ არავინ აქვეყნებს. ასევე უცნობია, გაბათილდება თუ არა შედეგები უბნებზე, სადაც დარღვევები დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG