ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტების პრევენცია ერგნეთში


დევნილობა არაოფიციალურად

ზარდიაანთკარში ქართული საგუშაგო გაიხსნა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:01 0:00
ბმული


დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და ოსური მხარის გარდა, ეუთოსა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხვედრაზე კახაბერ ქვემოკლიძე წარმოადგენდა. აქვე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სამხრეო მთავარი საამმართველოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ილია გამგებელი და მისი მოადგილე შალვა ტრამაკიძე. ოსურ დელეგაციას კვლავ ხოხ გაგლოითი ხელმძღვანელობდა. ეუთოს წარმომადგენელს საქართველოში პედრიგ მერფისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს დღეს კომენტარები არ გაუკეთებიათ. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის თემა, რომელიც ოკუპირებულად არ ითვლება, თუმცა იქ ადგილოვრივი მოსახლეობა დაბრუნებას ვერ ბედავდა. ქართულმა პოლიციამ საგუშაგო ზარდიაანთკარის შუაგულში დაახლოებით, ერთი თვის წინ გახსნა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ განვლილ თვეში დაფიქსირებულ ინციდენტებზე, შევეხეთ ზარდიაანთკარის საკითხს. სოფელში მშვიდი გარემოა და ფაქტობრივად, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ზარდიაანთკარში პოლიციის პოსტის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეცვლილა, რადგან ყველა მხარე აღიარებს, რომ პოსტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა არის საქართველოს სუვერენული უფლება. რაც შეეხება ოჯახების დაბრუნებას, რამდენადაც ვიცი, ამას აპირებენ “– ამბობს ქვემოკლიძე.

ხოხ გაგლოითი, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს:

„შეხვედრა პლანირებული იყო და მონაწილეებიც იგივენი იყვნენ. ზარდიაანთკარში სიტუაცია უცვლელი რჩება. ქართული მხარე გვპირდება, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს სოფელში, თუმცა ამგვარი დაპირება უკვე ერთი თვეა გრძელდება. გვინდა გაცნობოთ ასევე, რომ უსაფრთხოების გარანტიების მოუხედავად, მოსახლეობა, რომლებმაც საკუთარი სახლები ზარდიაანთკარში დატოვეს, ისევ დროებით საცხოვრებლებში რჩებიან. ვგულისხმობ ოსი ეროვნების მოსახლეობას.“

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ზარდიაანთკარში ქართული საგუშაგო გაიხსნა, ოსურმა მხარემ გააკეთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ოსი ეროვნების ადგილობრივებს ეშინიათ ქართული პოლიციის და ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელს ზარდიაანთკარში.

შეხვედრაზე ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ადამიანების საკითხიც დააყენეს. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი კახაბერ ქვემოკლიძე იმედოვნებს, რომ სოსლან ჩაჩანიძის თაობაზე, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ინფორმაციას მიიღებს.

„დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ მოგვაწვდიან ინფორმაციას რუს მესაზღვრეების მიერ დაკავებულ სოსლან ჩაჩანიძის თაობაზე, რომელიც ცხინვალის ციხეში საზღვრის დარღვევის გამოა მოხვედრილი“, – ამბობს კახაბერ ქვემოკლიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაც დღეს შეხვედრაზე განიხილეს, 16 ივლისს რუსული ვერტმფრენის მიერ ქართული საჰაერო სივრცის დარღვევას ეხებოდა.

16 ივლისს დაფიქსირდა რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქართული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, რაც რუსმა მესაზღვრეებმა არ დაადასტურეს“,– ამბობს კახაბერ ქვემოკლიძე.

ოსური მხარე აცხადებს, რომ ამ ინციდენტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ეს ქართული მხარის პოზიციაა. ვერტმფრენის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის შესახებ ქართულმა მხარემ გვაცნობა. ინცორმაცია მივიღეთ განსახილველად, მხოლოდ რუსულმა მხარე მოითხოვა და ჩვენც ვიზიარებთ ამას, რომ ქართულმა მხარემ წარმოადგინოს აღნიშნული დარღვევის დამადასტურებელი შესაბამისი მასალაა. ამგვარი დღეს წარმოადგენილი არ ყოფილა“,– განაცხადა ხოხ გაგლოითიმ.

მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორიგნის მექანიზმების ფარგლებში ერგნეთში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG