დღეს, თბილისში მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები. მათ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღეს, მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სასაფლაო კომენტარის გარეშე დატოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა რუსეთის მხრიდან მათზე ნაწილობრივ არაადეკვატური პასუხი იქნა გაცემული. მან აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ვერ აღდგება, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
ამერიკის ხმასთან რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში პრემიერმა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

კომენტარების ნახვა (1)
იტვირთება დამატებითი კომენტარები