დღეს, საქართველოს ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში და ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში.
მოსამართლემ განაჩენი ხუთშაბათს დილით გამოიტანა. სასამართლო პროცესი ხუთი თვეა მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 150–ზე მეტი მოწმე დაიკითხა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან. ამ დროის განმავლობაში გაიმართა 50 სხდომა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალაიას ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ბრალდება მოეხსნა, იგი კვლავ რჩება პატიმრობაში ცალკე საქმესთან დაკავშირებით. სხვა საქმეებზე მისთვის წაყენებული ბრალი - წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეეხება.
ბაჩო ახალაია ნოემბრის დასაწყისში დააკავეს, მას ბრალად წაუყენეს უფლებამოსილების გადამეტება და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რაც 2011 წლის ოქტომბერში, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჯარისკაცების უხეში მოპყრობის საქმეს უკავშირდებოდა.
წამების ბრალდება, რომელიც მას ნოემბრის შუა რიცხვებში წაუყენეს, უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის დროს 2010 წლის თებერვალში ათზე მეტი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაჰუმანური მოპყრობის საქმეს.
ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, რომელიც ასევე უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ.
როგორც პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ბრალდების მხარეს ამისათვის ერთთვიანი ვადა აქვს.