ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი. გიორგი კიკაძე ავღანეთის მისიაში მეცხრამეტე დაღუპული ქართველი სამხედროა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანელმა სამხედროებმა დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. საერთაშორისო კოალიციის ინფორმაციით, ცხედარი სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იპოვეს. გუშინვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დაკარგული ქართველი ჯარისკაცი სერჟანტი გიორგი კიკაძეა. ალასანიას თქმით, ის იმყოფებოდა გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში და პირადად მიუსამძიმრა გიორგი კიკაძის მშობლებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს მძიმე ფაქტი უნდა გახდეს მაგალითი და გამომაფხიზლებელი საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო პირისთვის, რათა სხვა დროს გაუფრთხილებლობით აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია და უფრო მეტი წინდახედულობით მოეკიდოს ყველა სამხედრო მოსამსახურე მისიაში მონაწილეობას, იუწყება სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი ჯარისკაცი. საქართველოს ავღანეთში 1500-მდე ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი. გიორგი კიკაძე ავღანეთის მისიაში მეცხრამეტე დაღუპული ქართველი სამხედროა.
XS
SM
MD
LG