ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 21 წელი გავიდა


თბილისში დღეს გმირთა მოედანზე დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

დღეს აფხაზეთთან შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 21 წელი სრულდება. ამ დღეს თბილისსა და სოხუმში ფორმალური ცერემონიებით შეხვდნენ როცა მხარეებმა გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.
აფხაზეთში 14 აგვისტო „სამშობლოს დამცველთა ხსოვნის დღედ“ გაიხსენეს. სეპერატისტული რეგიონის ხელმძღვანელობამ სოხუმის ცენტრში განლაგებული დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

თბილისში დღეს გმირთა მოედანზე დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ომის დაწყებიდან 21 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამ დაპირისპირების თავიდან აცილება საქართველოს ახლად შექმნილმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რასაც წარმოუდგენელი მასშტაბის ადამიანური ტრაგედია მოჰყვა. ომის შედეგები უმძიმესია, მსხვერპლი, მატერიალური და ფსიქოლოგიური ტრამვა კი ჯერ კიდევ საგრძნობი-ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განცხადებაში ადასტურებს, რომ საქართველო უარს ამბობს თავსმოხვეულ მილიტარისტულ პოლიტიკაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიან და კონსტრუქციულ პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG