ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო საქართველოს რეზოლუციას განიხილავს


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დღეს კენჭს უყრის საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას დევნილების შესახებ

დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას უყრიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დევნილების შესახებ რეზოლუციას უკვე მეშვიდედ განიხილავს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა, დევნილთა საკუთრების უფლების დაცვის და მათი დაბრუნების მნიშვნელობა. საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია ასევე გმობს ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეებს ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის მიხედვით, გაეროს გენერალურ მდივანს ევალება ყოველწლიურ ასამბლეას საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინოს. მორიგი მოხსენება 2014 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG