ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მტკიცე სული - 2019" - საქართველო მრავალეროვნული წვრთნებისთვის ემზადება


საქართველო მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2019 -ისთვის ემზადება. Agile Spirit 2019 წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საველე სწავლებაა, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა.

წვრთნები 27 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე გასტანს. ამ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 სახელმწიფოს 3000-მდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები ოფიციალურად სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაიწყება, და ორფოლოსა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონებზე გაგრძელდება. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “მტკიცე სულის” წვრთნები საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მთავარი მიზანი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა, ასევე ურთიერთთავსებადობის ამაღლება ალიანსისა და პარტნიორების ქვედანაყოფებს შორის. ისევე, როგორც შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. “ძალა პარტნიორობაშია” - ასეთია წვრთნების ოფიციალური გზავნილი.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში. მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით იმართება,

Facebook Forum

XS
SM
MD
LG