ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო სრულებით აჩერებს ავიამიმოსვლას


საქართველომ სრულებით შეწყვიტა საგარეო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. გადაწყვეტილება 21 მარტს შევა ძალაში. აღნიშნული ნაბიჯი, პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა გაახმოვანა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.

მისი თქმით, მთავრობა მოახდენს “ქართული ავიახაზების” ფრენების კოორდინაციას, რათა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკან დააბრუნოს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანია და კარანტინში 1925.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG