ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების მეორე ტურს ელოდებიან


ოკუპირებული აფახაზეთის რეგიონში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჯერ-ჯერობით ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა საკმარისი რაოდენობა თანამდებობის დასაკავებლად.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გადალახეს ახლანდელმა დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და ალხაზ კვიცინიამ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში, ხაჯიმბას ხმა მისცა 26,6%-მა, ხოლო კვიცინიას 24,6%-მა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.

"ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამოუკიდებლობას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - თქვა აპატურაიმ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG