საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, სადაც რუსეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციას გააკეთებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალა შეიმუშაოს ხელშეკრულების ტექსტი „სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ.“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს „არანაირი იურიდიული ძალა“ არ აქვს და ის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, „ბათილად იქნება ცნობილი.“
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება უკანონო ქაღალდი იქნება, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს. „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი.“ მინისტრის განცხადებით, საზღვართან დაკავშირებული ნებისმიერი მსგავსი შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება.
საქართველო აგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირებიკენ მიმართულ მოლაპარაკებებს. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსისთვის 11 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან 2012 წლის დეკემბრიდან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, მათ შორის, თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის შემცირება, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა და კიდევ რამდენიმე სამომავლო ეკონომიკური ინიციატივა.