ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი პუტინის აფხაზეთში ვიზიტს შეშფოთებით უყურებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ქვეყნდება.

საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ „ვიზიტი არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“. გამოხატავს რა ევროკავშირის „მტკიცე მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, წარმომადგენლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით“.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG