ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნოუ ჰაუ“ – გზავნილი ნაციონალური მოძრაობიდან


ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს

დღეს, როდესაც მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდა რვა წლისთავს აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეძლეს და დღის ახალ ამბებში ახალი თემა შემოიტანეს. ვანო მერაბიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა იმიციატივის შესახებ, რაც პრაიმერის ჩატარებას და საპრეზიდენტო კანდიდატის ამგვარი წესით გამოვლენას ეხება. მას, გარდა იმისა, რომ პრაიმერის ინიციატივით გამოდიან არაფერი უთქვამს. „წინასწარ რატომ გვთხოვთ ყველაფრის გამხელას“– ჰკითხა მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჯერ არაფერს ამბობენ, ისინი ახალ ამბებს საქართველოს მოსახლეობას უზოგავენ, რათა ყოველდღიურად მიაწოდონ. ვანო მერაბიშვილი ხაზს უვამს იმას, რომ პრაიმერი საქართველოსთვის ახალია, ამგვარი მეთოდი აქ ჯერ არავის გამოუყენებია. მას არ გამორჩენია აგრეთვე აღენიშნა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავაც სწავლობს საერთაშორისო გამოცდილებას და მზადაა, ღიაა სიახლეების როგორც ასათვისებლად, ასევე დასამკვიდრებლად. „ამ ეტაპზეც ვართ პროცესში, პრაიმერი არაა მარტივი საკითხი, საქართველოში ეს არავის გაუკეთებია. ჩვენ ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებას და გვინდა უახლოეს დღეებში პრაიმერის პრინციპები გაგაცნოთ. შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდება პრაიმერის პრინციპები, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ჩვენ პარტიაში და შესაძლოა პარტიის გარეთაც ადამიანები, ვისაც სურვილი ექნებათ პრაიმერში მონაწილეობის მიღების. ეს ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. წინასწარ რატომ გვთხოვთ ყველაფერს? მოვა ამის დროც“,– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს, ვინც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას: დავით ბაქრაძეს, ვანო მერაბიშვილს და გიორგი ბარამიძეს.
ამ ეტაპზე, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატების ცნობადობის კუთხით ნაციონალური მდგომარეობა და ქართული ოცნება თითქმის თანაბარ მდგომარეობაში არიან. არც ერთ მათგანს საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია საზოგადოებისთვის. თუმცა ნაციონალური მოძრაობა მაინც ახერხებს ამ ყველაფრის უკეთესად შეფუთვას, ვიდრე ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას პრაიმერს სთავაზობს. ქართულ ოცნებაში კი ჯერ კიდევ კულუარულად, საზოგადოებისგან ჩუმად იხილება და მიმდინარეობს შეჯერება საპრეზიდენტო კანდიდატზე. ირაკლი ასალანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მას „საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის ბოლო სერია ნანახი აქვს“. მისივე თქმით, შაბათს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესაძლოა კანდიდატი დასახელდღეს. „პრაიმერი არ ჩატარდება. შეთანხმება კოალიციაში ერთ კანდიდატზე კონსულტაციის გზით მოხდება. პოლიტიკური საბჭო, რომელიც შეიკრიბება შაბათს, ამ საკითხს განიხილავს. მე, როგორც წევრი, მასში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ არ დაგიმალავთ, ვიტყვი იმასაც, რომ კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს და დაახლოებით ვიცი ვინ შეიძლება დასახელდეს და ვის აქვს შანსი მის ირგვლივ შედგეს კონსენსუსი. ამის შესახებ, გარკვეულწილად, კონსულტაციები კოალიციის თავმჯომარემ, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ჩაატარა. ვიცი, რომ რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბარი,“– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცნობილი არაფერია, თუმცა ამ „ცნობილი არაფერიას“ წარდგენა ნაციონალურ მოძრაობას უკეთესად გამოცდის. დღეს გიგი უგულავამ ისინ კი განაცხადა, თუ ვინ დადგება საბოლოოდ ერთმენეთის პირისპირ, მისი აზრით, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები. რა თქმა პრაიმერის შემდგომ, რომელიც მაისის ბოლოს უკვე ჩატარებული უნდა იყოს. „მე ჩემ პირად აზრს გეტყვით. ვინ იქნება ჩვენგან, ამის თქმა რთულია წინასწარ, რადგან წინ პრაიმერის პროცესია. პრაიმერი იმის პრაიმერია, რომ შედეგი შესაძლოა მართლაც მოულოდნელი იყოს ჩემთვის, საზოგადოებისთვის, ჟურნალისტებისთვის. ჩემი პირადი აზრია ის, რომ მე დღეის მდგომარეობით ორ კანდიდატს ვხედავ. ქართული ოცნების მხრიდან ყველაზე მეტად ამ თანამდებობას ალასანია შეესაბამება, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ჩემის აზრით, ბაქრაძე,“– ამბობს უგულავა.
ბრიფინგი დღეს გია ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმაც გამართა და განაცხადა, რომ სიახლეებს ქართული ოცნების მხრიდან შაბათ–კვირას, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უნდა ველოდეთ. მისი განცხადებით: „მე გაცილებით უკან ვარ. ჩამორჩენილი ვარ ინფორმაციის იმ მასას, რომელიც გააჩნია პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრს. ირაკლი ერთ–ერთი ლიდერია, იმ ჯგუფშია, სადაც უფრო ინტენსიურად იხილება რაღაც საკითხები და ვფიქრობ, მას ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს. ხუთი კანდიდატი იყო სულ დასახელებული. საზოგადოებაში უკვე აგორდა ეს თემა. ხუთივეს სახელი და გვარი თქვენ იცით ვინაა. მე არ გამოვრიცხავ მეექვსე გამოჩნდეს“.
ამ ეტაპზე გამოკვეთილი კანდიდატი სხვა პარტიებიდან ლეიბორისტულ პარტიას ჰყავს. მისმა ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა თავად იყაროს კენჭი პრეზიდენტად და გამართოს დებატები მასთან ერთად: „მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: იყარე კენჭი პრეზიდენტად და დამიჯექი პირდაპირ ტელედებატებში“
რაც შეეხება ქრისტიან–დემოკრატებს, მემარჯვენეებს და თავისუფალ საქართველოს, როგორც მათი წარმომადგენლების განცხადებებიდან ირკვევა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებენ.
ახალარჩეული პრეზიდენტს შეცვლილი კონსიტიტუციის თანახმად, გაცილებით ნაკლები უფლებამოსილება ექნება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG