ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოქალაქეთა გატაცება არ წყდება


რუსეთის მეოთხე საოკუპაციო სამხედრო ბაზა ცხინვალში

ოკუპანტების „სასაზღვრო პოლიტიკა“: თორმეტი საჩხერელი გამოუშვეს, ერთი კასპელი გაიტაცეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00
ბმული

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ამავე სოფლის მკვიდრი, 46 წლის ნიკოლოზ სარაული გაუჩინარდა. საკორინთლო ოკუპირებული ახალგორის რაიონში შემავალ, წინაგრის თემის სოფელ აბრევს ესაზვრება.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე ე.წ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ნიკოლოზ სარაულის ნათესავი ლევან სალამაშვილი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსები საკორინთლოდან ადამიანებს იტაცებენ:

„შემთხვევა ბევრი იყო, წელს ეს პირველი შემთხვევაა. სასაფლაოზე გასვლა გვეშინია. არ გავდივართ. ნახირი საძოვარზე ვერ გაგვყავს შიშით, ჩვენთან რიგით დადის ნახირი..მწყემსები წაუყვანიათ ბევრჯერ..სამი-ოთხი დღის მერე გამოუშვიათ...რუსებს მიყავთ..არადა არ ვკვეთავთ საზღვარს, შეღობილია და იმის იქით არ გადავდივართ..აქეთ გვიჭერენ..“

კასპის რაიონიდან ნიკოლოზ სარაულის გატაცება, დროში დაემთხვა ცხინვალის იზატორიდან საქართველოს 12 მოქალაქის გათავისუფლებას. ევროკავშირის მონიტორების აქტიური მონაწილეობით, მოხერხდა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის ექვსი მცხოვრების, მათ შორის ერთი ქალის განთავისუფლება. მათ ცხინვალის იზოლატორში ერთი კვირა გაატარეს.

სამ დღიანი ტყეობის შემდეგ გათავისუფლდნენ საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის მცხოვრებლები - გიორგი შუბითიძე და თემურ რიკაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, საჩხერის რაიონის კიდევ ერთი სოფლის - გორისას ოთხი მკვიდრის განთავისუფლების შესახებ, რომლებიც ოკუპანტებმა აპრილში დაატყვევეს.

ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის ყველა მაცხოვრებელი ტყეში ჯონჯოლის კრეფის დროს აიყვანეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, საერთო ჯამში, ცხინვალის ციხიდან საქართველოს 17 მოქალაქე გამოუშვეს, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგებლის ვახტანგ ავაზიშვილის თქმით, ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეები ისევ რჩებიან:

„ოკუპირებილი ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გათავისუფლდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს 12 მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხინვალში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით.“

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონიმიური ოლქის საზღვრებს, რუსეთის ფედერალური უსაფრთოების სამსახურის მესაზღვრეები იცავენ.

თითქმის 400 კილომეტრიან, ოკუპაციის ხაზს, ყოველდღიურ რეჟიმში 900 რუსი ოკუპანტი მეთვალყურეობს. 2009 წლიდან მოყოლებული ცხინვალის, ჯავის, ზნაურის და ახალგორის რაიონებში რუს მესაზღვრეთა 16 ახალი დასახლება გაჩნდა. მათ შორის, გრომში, დმენისში, კვაისაში, მუგუთში, ძვილეთსა და დაბა ზნაურში.

რუსი მესაზღვრეების ცენტრალური ბაზა ცხინვალის ცენტრში, რუსეთის მეოთხე საოკუპაციო სამხედრო ბაზის გვერდით მდებარეობს. ბოლო ორი წლის მანძილზე, როგორც ცხინვალში, ისე სხვა ოკუპირებილ ტერიტორიებზე, რუსი ოკუპანტებისთვის იმდენად განვითარდა-როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომ ოკუპაციის ზონაში სამსახური პრესტიჟული და მიმზიდველი გახდა.

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, თუ, რუსეთის ტერიტორიაზე ჯარისკაცი თვეში მხოლოდ 2000 რუბლს ანუ დაახლოებით 65 დოლარს იღებს; ცხინვალის რეგიონში მისი თვიური ანაზღაურება - 350 დოლარიდან (10 500 რუბლი) – 800 დოლარამდე მერყეობს (25 000 რუბლი).

რუსული პრესის ცნობით, ცხინვალში, ახალგორში, ზნაურსა და ჯავაში, უკვე ოჯახებით ჩამოდიან გამოცდილი რუსი ოფიცრები, რომლებიც წლების მანძილზე უშედეგოდ ელოდნენ ბინის მიღებას რუსეთის ტერიტორიაზე.
ოკუპანტების ამხელა დანახარჯების ფონზე, ძნელად წარმოსადგენია რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცებები შეწყდება. რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს:

„მათი მოსაზრებით ამ ადამიანებმა გადალახეს ის საზღვარი, რასაც ისინი სახელმწიფო საზღვრად თვლიან. საჭიროა, მუშაობა ამ მიმართულებით, რათა ასეთი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. თუ მაინც მოხდება, ოპერატიულად უნდა ვითანამშრომლოთ, რათა ამ კატეგორიის ადამიანების გათავისუფლება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.“

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ ვალერი რეზნიჩენკოს განცხადებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისის ჩათვლით, ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო, საქართველოს 900-მდე მოქალაქეა დაკავებული.

„სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით, 2012 წლის ნოემბერში, ცხინვალის სასამართლომ ქარელის რაიონის სოფელ დვანის მაცხოვრებლებს: ვასილ კობახიძეს - სამი წლით, ხოლო ზვიად მეკარიშვილს - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ვასილ კობახიძე საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე მეორედ გაასამართლეს. პირველად იგი 2011 წლის მარტში გაიტაცეს და იმავე წლის 30 დეკემბერს, ოსი ეროვნების პატიმარში გაცვალეს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG