ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Noble Partner 2017 საქართველოში და რუსეთის რეაქცია


ამერიკული საბრძოლო მანქანა - M2 Bradley ვაზიანში 28.07.2017

1600 - ამერიკელი, 800 - ქართველი, 400 - ბრიტანელი, გერმანელი, სლოვენიელი, უკრაინელი, თურქი და სომეხი ჯარისკაცი, საერთო ჯამში 2800 მეომარი მიიღებს მონაწილეობას, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში - „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელიც ვაზიანსა და ნორიოს ბაზებზე 30 ივლისს აიღებს სტარტს.

ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (NATO) სწავლების დაწყებამდე, ორი დღით ადრე, თითქმის დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე, ცოცხალი ძალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადმოსროლის ოპერაცია.

ტანკებითა და ჯავშანმანქანებით დატვირთული გემები ფოთის პორტში, შავი ზღვის გავლით, ბულგარეთის ნავსადგურ ბურგასიდან შემოვიდა. დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში, სწავლების არეალში კი სამხედრო ტექნიკა თვითსვლით და რკინიგზის გამოყენებით ჩამოვიდა.

ევროპაში აშშ-ს ქვეითი ჯარების დაქვემდებარებაში მყოფი, მე-2 კავალერიის პოლკის (USAREUR - 2nd Cavalry Regiment) საინჟინრო ასეული მეთაური, კაპიტანი კაილ დევისი ამბობს, რომ გადმოსროლის ოპერაცია სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო:

მე-2 საკავალერიო პოლკის ნაწილმა ვაზიანში შემოსვლით დაახლოებით, 3200 კილომეტრიანი გადაადგილება დაასრულა. ჩვენმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებამ საქართველომდე გამოიარა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტი და ახლა მოუთმენლად ველით სწავლების დაწყებას“

„მე-2 საკავალერიო პოლკის ნაწილმა ვაზიანში შემოსვლით დაახლოებით, 3200 კილომეტრიანი გადაადგილება დაასრულა.

ჩვენმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებამ საქართველომდე გამოიარა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტი და ახლა მოუთმენლად ველით სწავლების დაწყებას.“

ამერიკის 2-ე კავალერიის პოლკი გერმანიის ქალაქ ფილზეკშია დისლოცირებული, თუმცა ვაზიანში ბულგარეთიდან მოხვდა, სადაც ქართველებთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო სწავლება Saber Guardian 2017-ში იყო ჩართული.

ჯორჯიელი გვარდიელების გადმოსროლა საქართველოსკენ დობინსის საჰაერო ბაზიდან
ჯორჯიელი გვარდიელების გადმოსროლა საქართველოსკენ დობინსის საჰაერო ბაზიდან

საქართველოში ასევე გადმოსროლილია - ამერიკის მე-3 საარმიო კორპუსის, მე-4 ქვეითი ბრიგადის, პირველი ბატალიონის, 66-ე სატანკო პოლკის ნაწილი;

ამერიკული ჯორჯიიდან, დობინსის საჰაერო ბაზიდან კი სამხედრო-სატრანსპორტო C-130H3 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავმა, თბილისში ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩამოიყვანა. სწავლებაში ისევ იქნებიან ჩართულნი - აშშ-ს 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის „ცის ჯარისკაცები“ (Sky Soldiers), რომლებიც „ღირსეულ პარტნიორზე“ პირველად შარშან გამოჩდნენ.

წელს, ვაზიანსა და ნორიოში, პირველად ვიხილავთ გერმანულ-ჰოლანდიური წარმოების ჯავშანმანქანა - GTK Boxer-ს; გარდა ამისა, მრავალეროვნულ სწავლებაზე გამოიყენებენ: ამერიკული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებს, Stryker-ის ტიპის ჯანშანმანქანებს, საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ის და შეჯავშნულ Humvee-ებს.

ასევე, საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებულ: T-72 ტიპის ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2-ს და ჩეხურ-სლოვაკური წარმოების - თვითმავალ საარტილერიო დანადგარ DANA-ს. დესანტირების ოპერაციები კი ისევ ამერიკული C-130H3 Hercules-დან განხორციელდება.

გერმანული ჯავშანმანქანა GTK Boxer ფოთში
გერმანული ჯავშანმანქანა GTK Boxer ფოთში

Noble Partner 2017-ის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე ამბობს:

ამ დონის სწავლება ხელს უწყობს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და NRF სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობის განვითარებას“

„ამჯერად Noble Partner-ში რვა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის სწავლება რადგან, ეს ხელს უწყობს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას, NRF სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობის განვითარებას.“

Noble Partner-ის სამხედრო წვრთნებს, რომელსაც სამი წლის ისტორია აქვს, პირველად დაესწრება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. იგი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ჩამოდის.

რუსეთმა საქართველოში NATO-ს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსროლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხედრო წვრთნითა და ახალი ტექნიკის გადმოსროლით უპასუხა:

Т-72Б3 ტიპის ტანკი ოკუპირებულ აფხაზეთში, 23.07.2017
Т-72Б3 ტიპის ტანკი ოკუპირებულ აფხაზეთში, 23.07.2017

ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ამჟამად მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში - 16 000 ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, InformNapalm-ის ცნობით კი ბოლო ერთი კვირაა, მოსკოვი მოდერნიზებული Т-72Б3 ტიპის ტანკებისა და БТР-82А ტიპის ჯავშანმანქანების გადასროლას ახდენს.

Noble Partner 2017-ის საერთაშორისო სწავლების მონაწილენი:

საქართველო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და ქვეითი ჯარების ქვედანაყოფები

დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული

გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული

უკრაინის მედესანტეთა ქვეითი ოცეული

სლოვენიის ქვეითი ოცეული

სომხეთის სამედიცინო ასეული

თურქეთის 4 ოფიცერი სწავლების შტაბში

ვაზიანი, საქართველო 28.07.2017
ვაზიანი, საქართველო 28.07.2017

Facebook Forum

XS
SM
MD
LG