ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა ემუქრება


საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა ემუქრება
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა ემუქრება

საქართველოს პარლამენტი ელოდება მთავრობის ინიციატივას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის წარმოდგენა მთავრობას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში დაავალა მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა სამინისტროში, კერძოდ კი სატყეო დეპარტამენტში არსებული კორუფცია.

8 თებერვალს პრემიერმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით ფუნქციები ჩამოერთმევა და ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, რის შედეგად მას ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეწოდება, გარემოს დაცვის სამინისტრო კი პრემიერის განცხადებით შესაძლოა სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდეს და მას მხოლოდ გარემოს დაცვის და ეკოლოგიური საკითხები დარჩება.

”2011 წლის 8 თებერვლის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განადგურების შესახებ” - აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.

შეხვედრა ექსპერტებთან გარემოს დაცვის საკითხებში გამართეს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატებმა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით ,როგორც კი პარლამენტის ზღურბლს გადმოცდება ეს საკითხი, ისინი მზად უნდა იყვნენ ამ ინიციატივის განხილვაში მონაწილეობისთვის, ამიტომ ექსპერტთა მოსაზრებებით დაინტერესდნენ.

პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრულებელი მდივნის აკაკი ფანჩულიძის თქმით პრეზიდენტმა მთავრობას მხოლოდ გარემოს დაცვის სტრუქტურის დახვეწა და არა დაშლა დაავალა : “ პრეზიდენტს არ უთქვამს გარემოს დაცვითი პოლიტიკის გამტარებელი უწყება, როგორც მარეგულირებელი რგოლი დავშალოთ და ეს ფუნქცია სხვადასხვა უწყებებში გადავანაწილოთო. პირიქით, მან დაავლა მთავრობას დაეხვეწა გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურა, რათა წერტილი დაესვათ ამ უწყებაში კორუფციისთვის, ერთმანეთისგან გაემიჯნათ სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციები”...

ბუნებრივი რესურსების რეგულირების ფუნქცია, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა უნდა დარჩეს , თვლის აკაკი ფანჩულიძე

ექსპერტთა აზრით სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესი უნდა გადავადდეს, მათივე მოსაზრებით სამინისტროს სამეურნეო და მარეგულირებებლი ფუნქციების გადანაწილება სხვადასხვა სტრუქტურებზე კარგად უნდა გაითვალოს.

XS
SM
MD
LG