ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსთავი 2" ეგზიტპოლის პირველ შედეგებს აქვეყნებს


თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური სავარაუდოდ, არ იქნება - ამ დასკვნის გამოტანის უფლებას ამერიკული ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები იძლევა, რომელიც ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამოქვეყნდა. ეგზიტპოლი ტელეკომპანია "რუსთავი 2" დაკვეთით ჩატარდა.

პირველი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიული საქართველო” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%. თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხმის მისაცემად მისულმა თბილისელების 5%-მა პროცენტმა კი - ”პატრიოტთა ალიანსს”. კვლევის შესაძლო ცდომილება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, დაახლოებით 2/2,5%-ია.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი 15%-ით. მესამეზე 14%-ით გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი. დანარჩენი კანდიდატების მონაცემებია: ელენე ხოშტარია - 7%, კახა კუკავა - 3%, ირმა ინაშვილი - 3%, გიორგი ვაშაძე - 2%, გიორგი გუგავა - 1%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG