ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოსახლეობას პრემიერმა ივანიშვილმა მიმართა


ბიძინა ივანიშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი

საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. "უახლესი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა არჩვენების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე - 1 ოქტომბერი. დღე, როდესაც საარჩევნო უბნებთან ღამის თევით შევძელით ჩვენი ხმების დაცვა და ამით უარი ვუთხარით სიცრუისა და ძალადობის სისტემას. დღეს მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას, ვინც არა მარტო გვენდო ჩვენ, არამედ ირწმუნა საკუთარი თავის, ირწმუნა საკუთარი ქვეყნის მომავლის, ირწმუნა საკუთარი ოცნების და აქამდე არნახული აქტიურობით უზრუნველყო ჩვენი საერთო გამარჯვება. საქართველომ გაიმარჯვა! გამარჯვების შემდეგ კი, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ღირსეულად მოვექცეთ მათ, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათაც შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ეტაპი საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და აღმშენებლობის განვითარებისათვის. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. მომავალი წელიც იქნება ამ მიზნებთან მნიშვნელოვნად დაახლოების წელი,"- დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG