ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო: ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა“


„საქართველო: ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა“
„საქართველო: ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა“

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო: ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა“ კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ფრანცისკოში გამართა. ერთ-დღიანი კონფერენცია საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმოხილვას და ამერიკული ინვესტიციების მოზოდვას ემსახურება. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ასევე ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე იყო ყურადღება გამახვილებული, მათ შორის ღვინის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ენერგო მატარებლების მიმართულებით.

ოფიციალური პროგრამის განმავლობაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალია, ამერიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჯონ ბასი, საქართველოს ელში ამერიკაში ბატონი ბათუ ქუთელია და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში, ქალბატონი თამარ კოვზირიძე.

ქალბატონმა ქობალიამ საქართველოს ეკონომიკის პრიოტიტეტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და რეგულაციის მიმართუებით. მისი თქმით, საქართველოში მიღწეული პროგრესი სამაგალითოა რეგიონის მასშტაბით. მიმდინარე წელს ეკონომიკა 3.9%-ით იზრდება, მეზობელ ქვეყნებში კი მხოლოდ ნეგატიური ზრდა არის დაფიქსირებული.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს შედარებით უპირატესობაზეც ისაუბრა , რომელსაც მან სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტორი უწოდა.

სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა ბასმა ამერიკის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ამერიკის მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გასამყარებლად.

XS
SM
MD
LG