ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიცში საზღვრის დემარკაცია განახლდა


რუსმა მესაზღვრეებმა ღობეების აღმართვა ამ რაიონში გუშინ დაიწყეს

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცში სადემარკაციო სამუშაოები გუშინ დაიწყეს.
ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პაპუნა კობერიძე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკაოს ადგმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

საქართველოს მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა დიცში სადემარკაციო სამუშაოების განახლების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა. ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში პროტესტი გამოთქვ ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ხვდება.
XS
SM
MD
LG