ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსებმა ადმინისტრაციული საზღვარი გადაწიეს


Maia Panjikidze

საქართველო საპროტესტო ნოტას რუსეთის ხელისუფლებას, შვეიცარიის საელჩოს საშუალებით გაუგზავნის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე რაიონში მდებარე სოფელ დიცში ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. იქ რუსმა სამხედროებმა გუშინ ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე ასი მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაწიეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კერძოდ სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება“ არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, წარმოადგენს რა, „უპირველესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.“

მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამის თაობაზე საპროტესტო ნოტას რუსეთის ხელისუფლებას, შვეიცარიის საელჩოს საშუალებით გაუგზავნის.

სამინისტრო საკუთარ ვე გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს.
სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესს აკვირდება,“ - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG