ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიტერ სემნების თანამდებობა შეიძლება გაუქმდეს.


2 დღის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების თანამდებობების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2006 წლიდან შვედი დიპლომატი პიტერ სემნები იკავებს. ექსპერტ გიორგი ვოლსკის აზრით , როცა ქართულ პოლიტიკაში საქართველოს კონფლიქტების სტრატეგია აგრესიული რიტორიკით იცვლებოდა იმ პერიოდში ევროკავშირის როლი გამოკვეთილი და პრინციპული არ იყო :

ვოლსკი: - რა საკვირველია ევროკავშირის სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები აუცილებელია, აუცილებელია ფინანსური შეზღუდვები, მაგრამ არავინ არცერთი სტრუქტურული ცვლილების მიზეზად არ გააუქმებს ოფისი, დაწესებულებას, ან პოსტს , რომელიც ეფექტურად მუშაობს. ანუ, როცა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობის წინადადება გაჟღერდა, პირველ რიგში ხელი მოკიდეს იმ სტრუქტურებს, რომლებიც არაეფექტურად მოღვაწეობენ...ხატოვნად რომ ვთქვათ, ევროკავშირს არ სჭირდება კატა, რომელიც თაგვებს არ იჭერს.“

ევროკავშირის საბჭომ პიტერ სემნების მანდატი ა.წ. თებერვალში 31 აგვისტომდე გაუგრძელა, თუმცა ევროკავშირის საბჭომ მაშინვე აღნიშნა, რომ მანდატი შესაძლოა უფრო ადრეც, 31 აგვისტომდეც შეწყდეს.

XS
SM
MD
LG