ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კოვიდით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა


ქვეყანაში ინფიცირების 6640 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 40-ს მიაღწია.

გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება​ აღენიშნებოდა - ინფორმაციას აჭარის არ-ის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა". – აღნიშნეს უწყებაში.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადაიდო, არ გაიხსნება არც საბავშო ბაგა-ბაღები.

200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში აკრძალულია. ისევე, როგორც ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში დამატებით აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

XS
SM
MD
LG