ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში 19-ს მიაღწია


მცხეთის სამედიცინო ცენტრი
მცხეთის სამედიცინო ცენტრი

ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. 24 აგვისტოს, 87 წლის ქალი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 25 აგვისტოს, თბილისში 67 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

მცხეთაში ქალი 29 ივლისიდან მკურნალობდა და სტაციონარში შეყვანის დღიდან მართვით სუნთქვაზე იყო. მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმმა-რეაბილიტოლოგმა ვანო ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც, პაციენტს კორონავირუსის გარდა, სხვა მძიმე დაავადებები ჰქონდა:

„კოვიდვირუსული ინფექციის გარდა ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქოვანი პათოლოგია. მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის რუპტურის გამო ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაც. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, ქალბატონი გარდაიცვალა“ - განაცხადა ექიმმა-რეაბილიტოლოგმა ჯავახიშვილმა.

25 აგვისტოს კი თბილისში, კოვიდვირუსული ინფექციით და სხვა თანმყოლი დაავადებებით. 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საკუთარ ოჯახში მკურნალობდა. გარდაცვილი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის ვიქტორ სანიკიძის დედაა.

ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 1 429-ს მიაღწია, 1150 გამოჯანმრთელდა, 249 სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა, 6 018 კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდ-19 ინფექციით 6 ადამიანი გარდაიცვალა აპრილში, 6 - მაისში, 3 ივნისში და 2-2 ივლისსა და აგვისტოში. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კოვიდ-19-ით გარდაცვლილები საქართველოში (აპრილი - აგვისტო 2020)

04 აპრილი - 79 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

05 აპრილი - 81 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

07 აპრილი - 86 წლის ქალი, თბილისის ინფექციური საავადმყოფო

18 აპრილი - 70 წლის ქალი, ბათუმის კლინიკა მედალფა

22 აპრილი - 68 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

26 აპრილი - 83 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

01 მაისი - 83 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

02 მაისი - 72 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 მაისი - 58 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

08 მაისი - 45 წლის ქალი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი

11 მაისი - 81 წლის კაცი, ბათუმის კლინიკა მედალფა

14 მაისი - 81 წლის ქალი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 ივნისი - 76 წლის კაცი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

14 ივნისი - 66 წლის კაცი, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა

28 ივნისი - 82 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი

21 ივლისი - 72 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი

29 ივლისი - 79 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი

24 აგვისტო - 87 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი

25 აგვისტო - 65 წლის ქალი, საკუთარ ბინაზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG