ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასუხი ჟენევიდან


პასუხი ჟენევიდან
პასუხი ჟენევიდან

ქართულ არასამთავრობოებსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის დიალოგი შედგა

ქართულ არასამთავრობოებსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმება შედგა. ამის შესახებ არასამთავრობოებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ამ მოვლენას კი წინ უსწრებდა ღია კრიტიკული წერილი ანტონიო გუტიერესის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიმართ. ქართული არასამთავრობოების ჯგუფი ღია წერილში აღნიშნავდა, რომ გლუკის 2011 წლის თებერვლის ოფიციალურმა განცხადებამ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით, შელახა და ეჭვქვეშ დააყენა თავისი რეპუტაცია, შეურაცხჰყო, დააბნია და გააღიზიანა საზოგადოება. ომით დაზარალებულებს, დევნილებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომდგენლებს აფიქრებინა, რომ გლუკის წარმომადგენლობის როლი მხოლოდ და მხოლოდ ხელიუსფლების უკანონო ქმადებების გამართლებაშია. არასამთავრობოთა კრიტკის წერილის პასუხად, გლუკის წარმომადგენლები მათ შეხვდნენ. დღეს ნინო ციხისთავი, შეხვვედრის ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წერილმა უაღრესად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო, რაც იმით გამოიხატა, რომ გლუკის მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ მზად არიან შეხვდნენ არასამთავორბოთა ჯგუფს და ერთად განიხილონ, გაიზიარონ და შეჯერდნენ მთელ რიგ წინადადებეზე, რაც ისეთ პრობლემურ და მგრძნობიარე საკთხებს ეხება, როგორიც მაგალითად, დევნილთა გამოსახლებაა.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ხელმომწერია ღია წერილისა, ამბობს, რომ გლუკის მიერ დევნილების გამოსახლების პროცესის შესახებ მომზადებული ოფიციალური განცხადების ტექსტს ბევრი აკლდა რეალობის ასახვამდე. „ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ჩვენთვის დღემდე მიუწვდომელია ინფორმაცია გლუკის დაკვირვების შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ გლუკის წარმომადგენლობა საქართველოში აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას ისე, რომ იმავდროულად, საზოგადოებამ არ იცის როგორია მათი დაკვირვების შედეგები, სტატისტიკა, რა მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული დაკვირვების განსახორციელებლად, როგორი იყო დაკვირვების ფარგლები, რას აკვირდებოდნენ, გამოსახლებას, გადაყვანას თუ განსახლებას, ან იქნებ ყველაფერს ერთად? და ბოლოს, რა დასკვნა და რეკომენდაცია გაკეთდა გლუკის მხრიდან?“ უჩა ნანუაშვილი დასძენს, რომ მზაობა თანამშრობლობაზე ბევრს ნიშნავს.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების ინსტიტუტის ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი, რომელის ორგანიზაცია მათ შორის იყო, ვინც გლუკის განცხადება გააპროტესტა, ამბობს, რომ თანამშრომლობის ისეთი პრეცედენტი, რომელიც ახლა შედგა გლუკსა და ქართულ არასამთავრობოთა შორის, აქამდე არ ყოფილა. აქამდე გლუკი თავისი შეხედულებისამებრ არჩევდა ორგანიზაციებს, რომელთანაც ურთიერთობა სურდა.

XS
SM
MD
LG