ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი დემპსი ავღანეთს ეწვია


ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი მარტინ დემპსი ავღანეთში ჩავიდა, სადაც ამერიკის და ავღანეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება და ასევე კოალიციის ჯარისკაცებს მოინახულებს. შეერთებულმა შტატებმა 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთიდან შეიარაღებული ნაწილების გაყვანის პირობა დადო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში, ძირითადი კონტინგენტის გაყვანის შემდეგ. ანალიტიკოსები მათ რაოდენობას 6000-დან 12 ათასამდე ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG