ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია ავღანეთში


ადგილობრივი ხელისუფლება ნატოს სარდლობას სდებს ბრალს

ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნატოს ვერტმფრენიდან იერიშის შედეგად ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა და ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. შეტევა ოთხშაბათს ამბოხებულების წინააღმდეგ ღაზნის პროვინციაში განხორციელდა. ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გასულ კვირას ალიანსის სამხედრო ვერტმფრენმა თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ჩაატარა ოპერაცია, რის შედეგადაც ცხრა ეჭვმიტანილი ამბოხებული დაიღუპა.
XS
SM
MD
LG