ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ევროპის დამცველიდან“ „მტკიცე სულამდე“: საქართველოს ჯარი NATO-ს წვრთნებში


ქართველი ჯარისკაცები 2021 წელს პირველად NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნაში „ევროპის დამცველი“ ჩაერთვებიან

თბილისს ორი დღის მანძილზე გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი სტუმრობდა, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის (USArmyEURAF) სარდალია. ვიზიტის ფარგლებში კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მათიაშვილს და ახალ თავდაცვის მინისტრს ბურჭულაძეს შეხვდა.

ევროპა-აფრიკაში აშშ-ის ჯარების მეთაურმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) მოინახულა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ცხრა ქართული ბატალიონის გადამზადების სამწლიან პროცესს ასრულებენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურi, გენერალ-მაიორი მათიაშვილი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი კავოლი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურi, გენერალ-მაიორი მათიაშვილი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი კავოლი

გენერალმა კავოლიმ ქართულ მხარესთან ერთად, 2021 წელს დაგეგმილი ერთობლივი და მრავალეროვნული სამხედრო წვთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო წელს მეათედ უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლებას - „მტკიცე სული 2021“. კოვიდპანდემიის გამო 2020 წელს ეს სწავლება არ გამართულა, 2019 წელს კი სენაკის ბაზაზე გამართულ წვრთნაში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო ჩაბმული.

“მტკიცე სულის“ (Agile Spirit) მრავალეროვნულ სწავლებამდე, ქართველი ჯარისკაცები პირველად ჩაებმებიან, ევროპის ტერიტორიაზე, აშშ-სა და NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნაში „ევროპის დამცველი“ (DEFENDER-Europe 21). ეს არის რამდენიმე კომპონენტიანი წვრთნა, 12 ქვეყნის 20 პოლიგოლზე, რომელშიც 27 ქვეყნის 28 000 ჯარისკაცი იქნება ჩართული.

გეგმის მიხედვით, ამ წვრთნისთვის აშშ-ს სამხედრო ნაწილების გადმოსროლა ევროპაში 16 მარტს უკვე დაიწყო, ისინი წვრთნაში კოვიდ წესების მკაცრი დაცვით და კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთვებიან. ,

„ევროპის დამცველი“ მოიცავს რამდენიმე მასშტაბურ სწავლებას მაისი-ივნისის პერიოდში, მათ შორის: Swift Response (სწრაფი პასუხი), Immediate Response (დაუყოვნებლივი პასუხი) და Saber Guardian (მახვილის მპყრობელი).

DEFENDER-Europe 21 გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას განვავითაროთ უნარები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებში, რომ კოლექტიურად მზად ვიყოთ ნებისმიერ კრიზისზე საპასუხოდ
კრისტოფერ კავოლი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს არმიის სარდალი


„ყურადღებით ვაკვირდებით კოვიდთან დაკავშირებულ სიტუაციას, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია უსაფრთხოდ ვარჯიში. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნები ელოდებიან, რომ ჩვენი ძალები მზად იქნებიან მშვიდობის დასაცავად.

DEFENDER-Europe 21, გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას განვავითაროთ უნარები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებში, რომ კოლექტიურად მზად ვიყოთ ნებისმიერ კრიზისზე საპასუხოდ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას“ - განაცხადა ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა კავოლიმ.

ევროპის დამცველი 21
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG