ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში კვლავ მსხვერპლია


დაღუპულია ორია პალესტინელი, დაჭრილია 24

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს, ჰამასის კონტროლირებულ ღაზაში საჰაერო თავდასხმების მთელი სერია განხორციელდა და ეს შაბათს, უფრო ადრე პალესტინელების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე 20 რაკეტის ჩამოგდების საპასუხოდ განახორციელეს.

პალესტინელი ექიმების განცხადებით, ისრაელის იერიშებს ორი პალესტინელი ემსხვერპლა. დაჭრილია 24 ადამიანი. პალესტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულია 6 წლის ბავშვიც. ისრაელმა დაადასტურა საჰაერო თავდასხმები სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ, თუმცა ბავშვის დაღუპვის ფაქტთან კავშირი უარყო.

ღაზაში სიტუაცია მას მერე დაიძაბა, რაც ორშაბათს ისრაელ-ეგვიპტის საზღვართან ახლოს, შეიარაღებულმა ადამიანებმა თავდასხმის დროს ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს. შეტაკების შემდეგ, ორივე თავდამსხმელი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კი ისალმისტურმა დაჯგუფებამ აიღო.

XS
SM
MD
LG