ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები „ნაკბას დღეს“ აღნიშნავენ


ისრაელის შექმნიდან მოკლე პერიოდში ქვეყნის ტერიტორიიდან დაახლოებით 700 ათასი პალესტინელი გააძევეს

პალესტინელები და ისრაელის არაბი მოქალაქეები დღეს „ნაკბას დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ასობით ათასი პალესტინელის ისრაელის ტერიტორიიდან გაძევებას აღნიშნავს.

პალესტინელები ნაკბას - რაც არაბულ ენაზე კატასტროფას ნიშნავს - 15 მაისს დემონსტრაციებით აღნიშნავენ. ისრაელის სახელმწიფო 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა, თუმცა გამომდიანრე იქიდან, რომ ისრაელი ივრითული კალენდრით სარგებლობს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს 26 აპრილს აღინიშნება.

ისრაელის შექმნიდან მოკლე პერიოდში ქვეყნის ტერიტორიიდან დაახლოებით 700 ათასი პალესტინელი გააძევეს.

XS
SM
MD
LG