ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ავღანეთში ჩავიდა


გეითსი ავღანეთში ჩავიდა
გეითსი ავღანეთში ჩავიდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთს ეწვია, რათა ომში მიღწეული პროგრესი შეაფასოს. გარდა ამისა, მთავარი თემა ადგილობრივი უსაფრთხოების ძალბისთვის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი იქნება, რამდენადაც შეერთებული შტატები წელსვე აპირებს ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანის დაწყებას. გეითსის და ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის შორის გამართული საუბრისას მხარებმა კოალიციის სამხედრო ოპერაციების დროს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის პრობლემა და ამის თავიდან აცილების გზები განიხილეს. დღეს დილით კი თავდაცვის მდივანი ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზას ეწვია. მისი თქმით, ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა მკაცრი ზამთრის მიუხედავად პროგრესის მიღწევა შეძლეს. ნატოს ძალების სარდალმა გენერალმა ჯონ კემპბელმა განაცხადა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ამბოხებულთა შეტევების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG