ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მესამე კანდიდატი


გერი ჯონსონი, ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატი
გერი ჯონსონი, ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატი

დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ყრილობებამდე რამდენიმე კვირით ადრე მესამე პარტია გამოთქვამს სურვილს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს.

ლიბერტარიანული პარტია საკუთარ ნომინანტად გერი ჯონსონს ასახელებს, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორად ორი ვადით მსახურობდა. ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, მან განახადა, რომ ადამიანებს სურთ, რომ კანდიდატი უბრალოდ აირჩიონ და ცუდი კანდიდატიდან ერთს ხმა მხოლოდ იმის გამო არ მისცენ, რომ ის მეორესთან შედარებით ნაკლებად ცუდია.

იმისთვის, რომ ლიბერტარიანელებს საკუთარი კანდიდატის წამოყენების უფლება მიეცეთ, მათ ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების მინიმუმ 15 პროცენტი უნდა დააგროვონ.

XS
SM
MD
LG