ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი ინდიანას შტატის ქალაქ გერიში


ეკონომიკური კრიზისი ინდიანას შტატის ქალაქ გერიში
ეკონომიკური კრიზისი ინდიანას შტატის ქალაქ გერიში

ინდიანას შტატის ქალაქი გერი 1906 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფოლადის კორპორაციის ხელმძღვანელის ელბერტ გერის მიერ დაარსდა. ამერიკული ფოლადის წარმოება კვლავ გრძელდება, რომლის მასიური საწარმოები მიჩიგანის ტბის სანაპიროზეა განთავსებული. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფოლადის წარმოებაში სამუშაო ადგილების მკვეთრმა ვარდნამ, ქალაქი მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა და ერთ დროს აყვავებულ ტერიტორიას ახლა უიმედობა ეტყობა.

გერის უმეტეს ადგილებში დრო თითქოს შეჩერებულა.

ფოლადის წარმოებამ ქალაქის მოსახლეობას არსებობის საშუალება მისცა.

ჯილ რიჩი ამერიკის შეერთებული შტატების ფოლადის კორპორაციის საზოგადოებრივი პოლიტიკის დირექტორია. მის ქარხანას, ამჟამად გერში დაახლოებით 6,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მაშინ როცა 1960 წელს, ქარხანა, 35,000 თანამშრომელს ითვლიდა.

“ეს იყო დღეები, როცა ყველაფერი ხელთ გვქონდა. ქარხანაში საკუთარი სამჭედლოც იყო. მას შემდეგ დიდი და გრძელი გზა გავიარეთ,” - თქვა ჯილ რიჩმა.

ფოლადის წარმოების მოდერნიზაციასთან ერთად, მაცხოვრებლებიც ტოვებდნენ ქალაქს. 1970 წელს ქალაქის მოსახლეობამ დაახლოებით 175,000 შეადგინა. 2010 წლის აღრიცხვიანობის მაჩვენებლებით კი მოსახლეობის რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა და 80,000 გაუტოლდა.

ამ ციფრებს თავად ქალაქის მერი -რუდი ქლეიც შეშფოთებაში მოჰყავს.

“ჩვენ უფრო მეტი მაცხოვრებელი გვყვავს, მაგრამ რადგან, მათმა უმრავლესობამ არ შეავსო აღრიცხვის ფორმები, ამიტომ არ მოხდა მათი აღწერა,-” განაცხადა ქალაქის მერმა.

თუ ქალაქმა არ დააკმაყოფილა მოსახლეობის სათანადო რაოდენობის არსებობა და მასში მოსახლეობის სიმცირე დადასტურდა, მაშინ იგი ვერ მიიღებს ფედერალურ დაფინანსებას.

გერის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი სიღარიბის ზღვარზეა მისული. თითოეული მათგანი, ვინც ამჟამად ქალაქს შემორჩა წარსულის კეთილდღეობას მისტირის.

კარენ ფრიმენ-ვილსონი, დემოკრატიული პარტიიდან წარდგენილი მერობის კანდიდატია. რომ არა რესპუბლიკელთა ძლიერი წინააღმდეგობა, იგი, ნოემბერში, თავისუფლად მოიგებდა არჩევნებს. მისი თქმით:

“ჩვენ ოთხ სახელმწიფოთა შორის გამავალი მაგისტრალის შუაგულში ვიმყოფებით; ჩვენ ოთხი საერთაშორისო სარკინიგზო ხაზის ცენტრი ვართ; ჩვენთან ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა - “გრეით ლეიქი”. ჩვენ არეოპორტიც გვაქვს. ყველა ეს ფაქტორი საშუალებას გვაძლევს ქალაქი გერი ამერიკის ცენტრალური ნაწილის სატრანსპორტო მექად ვაქციოთ, რაც ერთგვარად ჩიკაგოს გაუწევს მეტოქეობას.”

მაისის თვეში, ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, 153 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი, რაც გერი ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას გულისხმობს. აღნიშნული ფაქტი საჰაერო ბიზნესის განვითარების იმედს იძლევა. ამასთანავე, გერში მცხოვრები ყველაზე ცნობილი ადამიანის - მაიკლ ჯექსონის ხსოვნის საპატივსაცემოდ, მუზეუმის მშენებლობაცაა დაგეგმილი. დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ 300 მილიონი დოლარის ღირებულების მუზეუმის მშენებლობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს გეგმა, ყოველგვარი ინოვაციური მიდგომის გარეშე, ჯერ კიდევ მხოლდ ნახაზზე რჩება; შედეგად კი, ქალაქის მთავრობა პესიმიზმს ეძლევა პროექტის განუხორციელებლობის გამო.

XS
SM
MD
LG