ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილის ვიზიტის ბოლო დღე


ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო ღონისძიება ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა გახლდათ. სხდომამდე ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მისი სიმტკიცის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

რასმუსენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა“. ამასთან დასძინა, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყნების და ნატოს გადასაწყვეტია, და არა „მესამე“ ძალის.

ღარიბაშვილი აღნიშნულ შეხვედრას და კომისიის სხდომას "ძალიან წარმატებულად“ აფასებს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად ყველა წევრი ქვეყნის ელჩების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. ისინი განსაკუთრებით აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და მართლაც, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელიწადში მოახერხა განემტკიცებინა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში და ეს მისასალმებელია - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ინტერვიუ უცხოეთის მედიის რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელს მისცა.
XS
SM
MD
LG