შაბათს, ესპანელმა გარბინ მუგურუზამ უიმბლდონის ფინალურ მატჩში, რომელიც ტრადიციულად ლონდონში ტარდება, ორ სეტში, ანგარიშით 7-5, 6-0, ამერიკელი ვინუს უილიამსი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
37 წლის მეათე ნომრად განთესილი უილიამსი შეეცადა უიმბლდონის ტიტული 2008 წლის შემდეგ ხელახლა მოეპოვებინა, მაგრამ მან ვერ შეძლო მეთოთხმეტე ნომრად განთესილი 23 წლის მეტოქის დამარცხება.
მუგურუზამ უიმბლდონის ფინალში 2015 წელს წააგო, როცა ვინუსის დასთან, სერენასთან დამარცხდა. დღევანდელი გამარჯვება გაბრინისთვის დიდი შლემის ტურნირის მეორე გამარჯვებაა.
Facebook Forum