ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფის პრესსპიკერი დააპატიმრეს


11 წელი სწორედ იბრაჰიმი ახმოვანებდა კადაფის გადაწყვეტილებებს. კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს შეიპყრეს და მოკლეს.

ლიბიის ოფიციალური პირების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა მუამარ კადაფის პრესსპიკერი, დიქტატორის მკვლელობის ზუსტად ერთი წლის თავზე დააპატიმრეს. მუსა იბრაჰიმი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტარუნას გამშვებ პუნქტზე დააკავეს და ტრიპოლიში დასაკითხად გადააგზავნეს. 2011 წლის სამოქალაქო ომის დროს სწორედ იბრაჰიმი ახმოვანებდა კადაფის გადაწყვეტილებებს. ტრიპოლის დაცემის შემდეგ მუსა იბრაჰიმის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

XS
SM
MD
LG