ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ინიციატივა: $100-მილიარდიანი დახმარება მსოფლიო ეკონომიკას


დიდი შვიდეულის სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატები ინიციატივით გამოდის, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც პანდემიის დროს მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, 100 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიყოს. საუბარია შედარებით უფრო მოწყვლად ქვეყნებზე, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა და რთულად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ 100 მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უნდა მოხდეს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამერიკის ეს ინიციატივა დიდი შვიდეულის სამიტზე იქნება წარდგენილი.

„ეს კიდევ უფრო დაეხმარება ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაში, ვაქცინაციის ჩათვლით და ხელს შეუწყობს მწვავე ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრას. საუბარია იმ ქვეყნებზე რომელთა ეკონომიკა პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა,“- ამბობენ თეთრ სახლში.

ამერიკის ინიციატივას უკვე ჰყავს მხარდამჭერები. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს მოუწოდა იდეის მხარდაჭერისკენ, რათა მოხდეს 100 მილიარდი დოლარის გამოყოფა.

მსოფლიო ლიდერებმა აპრილში უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დახმარებისთვის გამოეყოთ 650 მილიარდი დოლარი და გაეყინათ ვალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG