ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენში საბერძნეთის უკანასკნელი მეფის პანაშვიდი გაიმართა


საბერძნეთის დედაქალაქში, ათენის საკათედრო ტაძარში, მეფე კონსტანტინე II-ეს პანაშვიდი გაიმართა. საბერძნეთის უკანასკნელი ხელმწიფე გასულ კვირაში, 82 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1967 წლის სამხედრო გადატრიალების დროს, ის მხოლოდ 27 წლის იყო. უშედეგო კონტრ-გადატრიალების შემდეგ, ხუნტასთან მოლაპარაკების შედეგად, მეფე და სამეფო ოჯახი ევროპაში გადაასახლეს.

საბოლოდ, საბერნძნეთში მონარქია 1973 წელს, დემოკრატიული სისტემის აღდგენამდე ერთი წლით ადრე გაუქმდა. იმავე წელს გამართული რეფერენდუმის შედეგებით, 1863 წელს დაწყებული მონარქია ოფიციალურად დასრულდა.

საბერძნეთის უკანასკნელ მეფეს ათენის მახლობლად, ქალაქ ტატოში დაკრძალავენ, ყოფილი სამეფო ოჯახის სხვა წევრების გვერდით. საბერძნეთის მთავრობამ, ყოფილი მონარქის სახელმწიფო დაკრძალვაზე უარი თქვა. თუმცა, დაკრძალვის ცერემონიაზე, ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის - ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან.

დაკრძალვაზე მყოფი სამეფო ოჯახახების წევრებს შორის იყო ბრიტანეთის პრინცესა ანა - გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ მეორეს ქალიშვილი და კონსტანტინეს ბიძაშვილი - მამის, გარდაცვლილი პრინცი ფილიპის მხრიდან. ათენის საკათედრო ტაძარში მიწვეულ 200 სტუმარს შორის იყვნენ ესპანეთის მეფე ფელიპე და დედოფალი ლეტიცია, ასევე დანიის, ლუქსემბურგის, მონაკოსა და შვედეთის სამეფო სახლების წევრები.

XS
SM
MD
LG