ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმაზე სარემონტო სამუშაოები შეფერხდა


ფუკუშიმაზე სარემონტო სამუშაოები შეფერხდა
ფუკუშიმაზე სარემონტო სამუშაოები შეფერხდა

იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, რადიაციის დონე ფუკუშიმას სადგურის რეაქტორში სარემონტო სამუშაოებს გაურკვეველი დროით აფერხებს. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, მას შემდეგ, რაც რეაქტორის შენობაში რობოტი შეუშვეს, რომელმაც დაახლოებით ოთხსაათნახევარში რადიაციის მაქსიმუმი დოზა მიიღო. ტოკიოს ელექტრო მომმარაგებელი კომპანიის განცხადებით, ისინი სწავლობენ არსებულ მონაცემებს და გადაწყვეტენ, თუ რა სახის სამუშაოს გაგრძელება იქნება შესაძლებელი.

„მე ბოდიშს ვუხდი ფუკუშიმას კომპლექსის გარშემო მყოფ მოსახლეობას და საზოგადოებას ფუკუშიმა დაიჩიზე მომხდარი ავარიის გამო, რამაც რეაქტორიდან ნივთიერების გაჟონვა გამოიწვია,“ - განაცხადა ელეტქრომომარაგების კომპანიის პრეზიდენტმა მასატაკა შიმიცუმ.

XS
SM
MD
LG