ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას პრფექტურის ფერმერების პრობლემები


ფუკუშიმას პრფექტურის ფერმერების პრობლემები

ფუკუშიმა დაიჩის ბირთვულ რეაქტორთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, იაპონიის მოსახლეობა სულ უფრო მეტი შეშფოთებით უყურებს მთლიანად რეგიონის და განსაკუთრებით სასაოფლო სამეურნეო ინდუსტრიის მომავალს. თავის მხრივ კი ფერმერები ამ კრიზისთან გამკლავებას ცდილობენ.

ტოკიოს ცენტრში ხალხის წინაშე გამოსული პოლიტიკოსი ხალხს მიმართავს , მაგრამ ამჯერად ეს არა არის საარჩევნო კამპანია, და ის ამომრჩველის მოზიდვას არ ცდილობს.

ემი კანეკო მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრია ფუკუშიმას პრეფექტურიდან. ის ცდილობს დათესოს მოსახლეობაში ნდობა ფუკუშიმას ფერმერებისა და მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის მიმართ.

„მას შემდეგ რაც ბირთვული ელექტროსადგურების რეაქტორებიდან რადიოაქტიურმა ნაწილაკებმა გაჟონვა დაიწყეს, ფუკუშიმას პროდუქცია უმალვე გაქრა დახლებიდან, ზოგიერთმა ქვეყანამ კი აკრძალა მათი იმპორტი.''

რეაქტორიდან 25 კილომეტრის მოშორებით სოფელი მინიმისომაა, სოფლის ერთ-ერთი ოფიციალური პირის სადაიასუ აბეს განცხადებით ეს რეგიონისთვის მეოთხე დამანგრეველი მოვლენაა.

" ჯერ იყო მიწისძვრა, შემდეგ ცუნამი, ამას მოჰყვა რეაქტორიდან გაჟონილი რადიოაქტიური ნივთიერებები და ახლა რეგიონში ნაწარმი პროდუქტის მისამართით ატეხილი მითქმა-მოთქმა. სოფლის მეურნეობის მომავალი შეშფოთებას იწვევს. ხალხი ერიდება ისეთი სურსათის და ბოსტნეულის შეძენას, რომლის სახელიც ფუკუშიმას უკავშირდება.“

თავის მხრივ იაპონიის მთავრობამ თავად აკრძალა ზოგიერთი ბოსტნეულის რეალიზაცია, რომელიც ატომური ელექტროსადგურის ახლომახლო იზრდება. მაგრამ დანარჩენ პროდუქციაზე განაცხადა, რომ მათი შეძენა და მოხმარება უსაფრთხოა.

იოკო ნოზაკი ფუკუშიმას პრეფექტურის ქალაქ ივაკის მკვიდრია, მისი განცხადებით;

„ჩვენ ჩამოვედით ტოკიოში სხვა ფერმერებთან ერთად, რათა დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ქალაქ ივაკიში წარმოებული პროდუქტი უსაფრთხოა. ვყიდით პომიდორს, პრასს, ნიორს და სხვა ბოსტნეულს, თანაც დაბალ ფასებში და რაც მთავარია ხალხი ყიდულობს.“

რამდენიმე საათში ბოსტნეული უკვე მთლიანად გაყიდულია. იოკო ნოუმი დიასახლისია მან ფერმერებისგან ერთი პარკი პომიდორი შიძინა

''ტელევიზორით მოვისმინე რომ გაყიდვაში არსებული ბოსტნეული უსაფრთხოა, ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გადავწყვიტე ცოტაოდენი შემეძინა."

ფერმერები რომლებიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ, ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მოსახლეობას უსაფრთხო სურსათის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ქვეყნის შეგნითაა შესაძლებელი, რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს მათი ძალისხმევა აქ შეზღუდულია.

ქალაქ ივაკის ოფიციალური პირის კაზუცი იშის განცხადებით:

"როდესაც ხალხი ფუკუშიმას სახელს იგებს , ისინი მას ჩერნობილთან და სამი მილის კუნძულთან აიგივებს. ვფიქრობ სანამ საინფორმციო საშუალებებით ამის ირგვლივ საუბარი იქნება მდგომარეობა არ შეიცვლება.“

ტოკიოს ელექტროენერგიით მომარაგების კომპანია „ტეპკო“, რომელიც ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს აცხადებს, რომ რეკონსტრუქციას ექვსიდან ცხრა თვემდე დასჭირდება. რაც იმას ნიშნავს რომ მედიის საშუალებით მოვლენების გაშუქება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG