ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვილის საპროტესტო ნახატისთვის, მამას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა


ბელარუსში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც რუსეთის ჯარის დისკრედიტაციას ედავებოდნენ. 54 წლის რუსეთის მოქალაქემ არსებული ინფორმაციით შინაპატიმრობის წესები დაარღვია, რუსეთიდან გაიქცა და თავი ბელარუსს შეაფარა, სადაც ის დააკავეს. ალექსეი მოსკალიოვი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ დაფარა 54 წლის მამაკაცმა 700 კილომეტრი და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს.

მოსკალიოვს რუსეთის ჯარის დისკრედიტაციას მას შემდეგ ედავებიან, რაც სკოლაში მისმა, 12 წლის, ქალიშვილმა დახატა ნახატი, სადაც ჩანდა, რომ უკრაინელ დედას და შვილს რუსეთი რაკეტებს ესროდა.

ბრალდების მხარეს ნახატის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა პროკურორებმა სასამართლოში წარადგინეს ის კომენტარები, სადაც 54 წლის რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელებში რუსული ჯარის შესახებ საუბრობდა.

საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც, მოსკალიოვის ქალიშვილი მაშა, რომელიც ახლა 13 წლისაა, მარტში ბავშვთა სახლში მოათავსეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG