ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისტრალების კონტრაქტი ანულირებულია


რუსეთისთვის ორი მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდის მიყიდვის კონტრაქტი გაუქმებულია - აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთის და რუსეთის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე, რუსეთისთვის ორი მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდის მიყიდვის კონტრაქტი გაუქმებულია. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, საფრანგეთი რუსეთს გადახდილ თანხას სრულად აუნაზღაურებს. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და პრორუსი ამბოხებულების მხარდაჭერის გამო დასავლეთის მიერ მოსკოვზე დაწესებული სანქციების შედეგად, პირველი მისტრალის მიწოდება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში შეჩერდა. მეორე ხომალდი სახელად „სევასტოპოლი“ რუსეთისთვის წელს მოგვიანებით უნდა მიეწოდებინათ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვმა გემებში 1.3 მილიარდი დოლარი გადაიხადა. საფრანგეთი აცხადებს, რომ გემების შეძენის სურვილი, რომელიც ამერიკული საზღვაო ფლოტის სან ანტონიოს ტიპისაა, ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა. მისტრალს ერთდროულად 700 ჯარისკაცის, 16 საომარი ვერტმფრენის და 50-მდე სამხედრო მანქანის გადაყვანის უნარი აქვს.
XS
SM
MD
LG