ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრენგეთის მთავრობა სერიულ მკვლელს ეძებს


საფრანგეთის ხელისუფლებამ სერიული მკვლელის ძებნის პროცესი დაიწყო. ეს უკანასკნელი ქალაქ ტულუზში მდებარე ებრაულ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა სკოლის რაბინი და მისი ორი ვაჟი, ასევე სკოლის დირექტორის ქალიშვილი.
ამ ფონზე, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქალაქ ტულუზში ტერორიზმის განგაშის დონე უმაღლეს ნიშნულამდე აწია. წინასწარი მონაცემებით, მკვლელი მარტო მოქმედებდა და დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალა. ეს ქალაქ ტულუზში უკვე მესამე თავდასხმა გახლდათ უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში, სამივე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პირველი ორი მსხვერპლი ჩრდილო აფრიკული წარმოშობის, ხოლო მესამე კარიბის კუნძულებიდან ფრანგი ჯარისკაცი იყო. სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე კალიბრის იარაღი იყო გამოყენებული.

XS
SM
MD
LG