ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ტულუზში ებრაულ სკოლაზე თავდასხმა მოხდა


3 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა საფრანგეთის ქალაქ ტულუზში ებრაულ სკოლაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით შემთხვევის ადგილზე დაჭრილებიც არიან.

ნიკოლა სარკოზიმ მომხდარ ფაქტს „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა და თანამოქალაქეებს დამნაშავის პოვნას და სათანადოდ დასჯას დაპირდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სკოლა მაშინათვე მოინახულა. მას თან ახლდნენ განათლების მინისტრი - ლუკ ჩატელი და რიჩარდ პრასკიე, ფრანგულ-ებრაული საზოგადოების პრეზიდენტი.

დაღუპული ბავშვებიდან ორი თავად მასწავლებლის 3 და 6 წლის შვილები არიან, მესამე დაღუპული ბავშვი კი 10 წლისაა. დამნაშავე სროლის შემდეგ მოტოციკლით გაიქცა. რამდენიმე დღის წინ იმავე რეგიონში მომხდარ ფაქტებშიც, რომელთაც 3 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, მოტოციკლზე მჯდარი დამნაშავე ფიგურირებს.

XS
SM
MD
LG