"სოულის დედოფალს" არეტა ფრანკლინს პარასკევს დეტროიტში დაკრძალავენ. მანამდე კი ორდღიან საჯარო პანაშვიდს უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ შორის, ვინც ფრანკლინს პატივი მიაგო, არაერთი ცნობილი შემსრულებელია.
არეტა ფრანკლინის ცხედარი აფრიკულ-ამერიკული ისტორიის მუზეუმში იყო დასვენებული და ორი დღის განმავლობაში დეტროიტში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მისთვის პატივი მიეგოთ. ადამიანები, რომლებიც მას პირადად არ იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ის ლეგენდარული შემსრულებელი იყო, რომელიც უყვარდათ და პატივს სცემდნენ.
არეტა ფრანკლინი, რომელსაც "სოულის დედოფალს" უწოდებენ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პანკრეასის სიმსივნე ჰქონდა.
ფრანკლინი მღეროდა ბარკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე 2009 წელს, ისევე როგორც სამოქალაქო უფლებების აქტივისტის, როზა პარკსის დაკრძალვის ცერემონიაზე, იმავე ტაძარში სადაც ახლა თავადაა დასვენებული. არეტა ფრანკლინს დეტროიტში იმავე სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც როზა პარკსია დაკრძალული.
არეტა თავს აქტივისტს არ უწოდებდა, თუმცა მას ჰქონდა გავლენა სამოქალაქო უფლებების ადვოკატირების ისტორიაში. ამბობდა, რომ ემხრობოდა ყველა ადამიანის თანასწორობას და ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ქალების, ფერადკანინანი ადამიანებისა დ აბავშვების უფლებებს.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, მომღერალი სმოუქი რობინსონი, და მსახიობი სისილი ტაისონი მის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვლენ. სტივი ვონდერი, ჩაკა ხანი, ჯენიფერ ჰადსონი, ფაით ჰილი, არიანა გრანდი, ფანტაზია და სხვები, მათ შორის ფრანკლინის ვაჟი ედვარდი სხვადასხვა კომპოზიციას შეასრულებენ.
Facebook Forum