ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ახალ კანონზე დაიწყეს მუშაობა


ახალი კანონი ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას და შვილად აყვანის საკითხს ეხება

საფრანგეთის მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების და შვილად აყვანის კანონზე მუშაობას იწყებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას და შვილად აყვანის საკითხებს შეეხება. შვილად აყვანის კანონი ცალკეულ ჰომოსექსუალ პირებსა და ერთსქესიან წყვილებზეც გავრცელდება.

საფრანგეთი ერთსქესიან წყვილებს შორის სამოქალაქო ქორწინებას არ კრძალავს, თუმცა შვილად აყვანა მათ კანონით ეკრძალებათ.

კათოლიკურმა ეკლესიამ უკვე გამოხატა თავისი უკმაყოფილება ამ კანონის მიმართ.

XS
SM
MD
LG