ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედია საფრანგეთის ალპებში


სასტუმროს ავტოსადგომზე 4 ზრდასრული ადამიანის გვამი და 2 პატარა გოგო აღმოაჩინეს

პოლიცია საფრანგეთის ალპებში მკვლელობას იძიებს. აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი 4 ადამიანის გვამი, ორი გოგონა კი ძალადობას გადაურჩა. ერთ-ერთი მათგანი ორი დაღუპულის სხეულის ქვეშ აღმოაჩინეს.

ლონდონში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა დაგმო ინციდენტი და პირობა დადო, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ბოროტმოქმედები დააკავონ.

როგორც პოლიცია აცხადებს, მანქანა ცხედრებით ანესის ტბის სასტუმროს კომპლექსის ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. გარდაცვლილები ბრიტანელები არიან. შემთხვევას გადაურჩნენ მცირეწლოვანი გოგონები, რომელთაგან ერთ-ერთი მხარშია დაჭრილი. ორივე მათგანი საავდმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG